2. პროექტისმთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით:
კლასში მოსწავლის
მერხის სასწავლო რესურსად გამოყენების შესახებ. მოსწავლის მაგიდის ზედაპირი უნდა იყოს
ტოლგვერდა სამკუთხედი. იგი დაეხმარება მოსწავლეს ტოლგვერდა სამკუთხედის, პარალელოგრამის,
რომბის, ტოლფერდა ტრაპეციის და წესიერი ექვსკუთხედის შესწავლაში.
3. პროექტის აქტუალობა: სასწავლო
პროექტი აქტუალური იქნება იმით, რომ მოსწავლეები დაინახავენ გეომეტრიული ფიგურების
გამოყენებას ყოფით ცხოვრებაში.მათზე დაკვირვება და თვისებების გამოკვლევა ხელს შეუწყოფს
ცოდნის დაუფლებას და ამოცანების ამოხსნის უნარ–ჩვევების განვითარებას.
4.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეები პრაქტიკულად შეისწავლიან ტოლგვერდა სამკუთხედის, რომბის. ტოლფერდა
ტრაპეციის და წესიერი ექვსკუთხედის ელემენტების გაზომვას და შესაბამისად გამოითვლიან ყველა დანარჩენ სიდიდეებს(პერიმეტრს,
ფართობს, შემოხაზული და ჩახაზული წრეწირების რადიუსებს და სხვა). პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეებს განუვითარდებათ: სააზროვნო, კვლევის,
პრობლემის გადაჭრის, სოციალური, კომუნიკაციის, თვით მართვის უნარჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 14–15
წელი (IX კლასი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას: თვალსაჩინოებებები. პროექტის ბუკლეტი. მათემატიკის კაბინეტისათვის
სასწავლო რესურსები.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლის მერხის მაკეტი. სახაზავი, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, ფორმატები.
ფოტოაპარატი.
9.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კლასი დაიყო 8 ჯგუფად. ორი ჯგუფი მუშაობს ტოლგვერდა სამკუთხედის
ელემენტების გაზომვაზე და გამოთვლაზე. ორი ჯგუფი მუშაობს რომბის ელემენტების გაზომვაზე
და გამოთვლაზე. ორი ჯგუფი მუშაობს ტოლფერდა ტრაპეციის ელემენტების გაზომვაზე და გამოთვლაზე. ბოლო ორი ჯგუფი მუშაობს წესიერი ექვსკუთხედის გამოკვლევაზე.
ორი მაკეტის შეერთებით მიიღება რომბი(პარალელოგრამი). სამი მაკეტის შეერთებით მიიღება
ტოლფერდა ტრაპეცია, ხოლო ექვსი მაკეტის შეერთებით მიიღება წესიერი ექვკუთხედი. ყველა
ჯგუფი ავსებს ცხრილს, სადაც მითითებული იქნება ფიგურის გვერდი,კუთხეები, სიმაღლე, პერიმეტრი,
ფართობი, შემოხაზული წრეწირის რადიუსი, ჩახაზული წრეწირის რადიუსი და დიაგონალი, ცხრილის
შევსების შემდეგ ჯგუფები ადარებენ ერთმანეთს მიღებულ შედეგებს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეომეტრიისა და სივრცის აღქმა. მოსწავლე პოულობს/აფასებს
ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მათემატიკის
მასწავლებელი სოფიო ფოჩხიძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: spochxidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: